Thursday, February 28, 2013

ექსკურსია


                                                                             ლიხაური


2011 წლის 24 ნოემბერს , ოზურგეთის რ-ნის სოფ.ლიხოურში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის , ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და დახმარებით გაიხსნა ე.თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი . მუზეუმის გახსნის ცერემონიაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მონაწილეობდა , რომელმაც მრევლი და სტუმრები დალოცა .

   კომპანიის მეურვეობის საფუძველზე, 
მუზეუმი გადაეცა გურიის ეპარქიას .
იმისათვის, რომ მკითხველისთვის უცხო და ძალზედ საინტერესო ინფორმაცია მიგვეწოდებინა გადავწყვიტეთ მოგვეწყო ექსკურსია სოფე.ლიხაურში . ჩანაფიქრი მალე სისრულეში მოვიყვანეთ,მოვინახულეთ,ის სახლი , სადაც ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა , გაიზარდა და რამდენიმე წელი ცხოვრობდა.ხატთან გადავიღეთ ფოტოები , ავანთეთ სანთლები და წარმოვთქვით წმ.ექვთიმე ღვთისკაცის ტროპარი .










                                                          თბილისი


20 თებერვალს  მოვაწყვეთ მიზნობრივი ექსკურსია თბილისში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში, რომელიც მდებარეობს ვაშლოვანის 6 ნომერში.ისტორიის მასწავლებლის: ხ.ჩხეტიანის მიერ ჩატარებულ იქნა ექსკურსია-გაკვეთილი ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემასთს დაკავშირებით.  შემდეგ გადავინაცვლეთ ხელოვნების მუზეუმში, სადაც დავათვალიერეთ იქ დაცული განძის დიდი ნაწილი, რომლის გადარჩნაშიც ექვთიმე თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის.
დღის ბოლოს ვეწვიეთ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს,სადაც პატივი მივაგეთ ექვთიმე ღვთისკაცისა და მისი მეუღლის ნინო
 პოლტარაცკაიას ხსოვნას.

    




    
 






No comments:

Post a Comment