ძნელია ერთბაშად გაიაზრო სულიერი ტრავმა იმ კაცისა,რომელიც ერთბაშად მოსცილდა ყოველივე იმას, რასაც მისი სიცოცხლე ეკუთვნოდა , რასაც აქამდე მაღალი
ენთუზიაზმით ემსახურებოდა , მოსცილდა შრომაში შეჩვეულ მეგობრებს , თანამემამულეებს , მრავალრიცხოვან ნათესაობას და გარემოების კარნახით სამშობლოდან გადახვეწილი აღმოჩნდა .
"უცხოობაში რაა სიამე" იმ კაცისათვის რაც კი , რომელიც მატერიალიურად უზრუნველყოფილია , მუშაობისა და ცხოვრების ნორმალური პირობები აქვს ! სამშობლოს გარეთ ყოფნა ისეთი სულიერი ტკივილია , რომ მისი გაყუჩება არავითარ ფიზიკურ სიამოვნებას არ შეუძლია. როგორი უნდა ყოფილიყო მთელი 25 წლის მანძილზე სულიერი მდგომარეობა კაცისა, რომელსაც მატერიალურად
უკიდურესად უჭირდა,ხშირად შიმშილობდა , ერთადერთი მეგობარი - მეუღლე
ხელიდან გამოეცალა , ნორმალური მეცნიერული მუშაობის საშუალებას მოკლებული იყო , ნათესავ-მეგობრები ენატრებოდა და რაც მთავარია სტანჯავდა იმაზე ფიქრი , რომ
ბევრ მის თანამემამულეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა , თუ რატომ დატოვა სამშობლო
ექვთიმემ .
მეცნიერის ცხოვრების გზა ვიწრო ბილიკია მწვერვალებისკენ მიმავალი . " Per Aspera Ad Astra " - ეკლიანი გზა ვარსკვლავებისკენ - იტყოდნენ ძველი რომაელები .
ექვთიმეს ცხოვრების გზა ვიწრო და ეკლიანი იყო , მაგრამ მან მაინც მოახერხა ამ ვიწრო გზაზე ვაჟკაცურად სიარული , რამაც ის შედეგი გამოიღო , რომ ქართველ ხალხს დაუბრუნდა თავისი ისტორიული საუნჯე , რომლითაც ყოველთვის იამაყებს
საქართველო თავის სახელოვან წინაპარ ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, ყოველთვის იბრწყინებს მის სახელზე ანთებული სანთელი, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ვითარცა წმინდანი, მადლიერი შთამომავლობა კი მის სადიდებლად წარმოსთქვამს ტროპარს:
საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან
მტერთაისა განარინენ, და ექსორიობასა
შინა ჭირნი მრავანი დაითმინე,
მამულისა სალმობათა მკურნალო,
ღმრთისა კაცო ექვთიმე,
ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად
სულთა ჩვენთათვს.

No comments:
Post a Comment