Thursday, February 28, 2013

მოგონებები

ექვთიმე თაყაიშვილი სახლიდან მეეზოვემ გამოასვენა.

ქალბატონ გიული ნიგურიანის ნაამბობიდან

   1953 წლის 21 თებერვალს აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ეკატერინე  პოლტორაცკაია  სიძემ მეეზოვეს 20 მანეთი მისცა,  რომ მეორე სართულიდან  მისი ნეშტი  ჩამოესვენებიათ.. შემდეგ  სატვირთო მანქანაზე დაასვენეს... მეტი არაფერი მახსოვს. როგორც უფროსები იხსენებდნენ , ეზოდან 10-12 კაცი გაჰყვა, უნივერსიტეტთან  რამდენიმე გაბედული შეუერთდა. ფილმში "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი " ბატონი რეზო თაბუკაშვილი ბოდიშს იხდის ყველას მაგივრად, ხალხის მცირე რაოდენობა რომ  მიაცილებდა ნეშტს. მაგრამ დამერწმუნეთ  ამით მის სახელს ჩრდილი არ მისდგომია...



 ნიკო კეცხოველი

    1946 წელს, უნივერსიტეტში  ჩემი რექტორობის დროს , საქართველოში დაბრუნდა ჩვენი დიდი საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი და თნ ჩამოიტანა  ის დიდი ეროვნული საგანძური, რომელიც მენშევიკთა მიერ მიტაცებული და პარიზის ერთ-ერთ ბანკში დაყადაღებული იყო.
  ექვთიმე უნივერსიტეტს დამხმარეთა თანამშრომელი თხოვა, ვინმ, ვინც მასალას სისტემაში მოიყვანდა, ვისაც მოგონებებს უკარნახებდა. თანამშრომელი უნდა ყოფილიყო ღრმად განათლებული, იგი ჩახედული უნდა ყოფილიყო არამარტო არქეოლოგიისა და ისტორიის საკითხებში, არამედ მთელ ჩვენ ცხოვრებაში.უნდა ყოოფილიყო დინჯი, თავშეკავებული, რომ 90წლის მოხუცი სურვილები დაეკმაყოფილებია, მისი ნათქვამი წინასწარ გაერჩია.არც თავი დაიზოგა და არც დრო. ამ საქმეზე გიორგი ლომთათიძეს მოველაპარაკე და ისიც, დიდი ფიქრის შემდეგ, დამთანხმდა. ხმა არ ამოუღია არც გასამჯელოზე და არც სხვა პირობებზე.  





ექვთიმეს სიტყვებიდან ამონარიდები გიორგი ლომთათიძის დღიურებიდან


      ემიგრაციაში დიდხანს მყოფი ექვთიმე იხსენებს: "11აპრილს გამოვფრინდით თეირანიდან და 7-8 საათის შემდეგ უკვე თბილისის აეროდრომზე დავეშვით.თვითმფრინავიდან რომ გადმოვდგი ფეხი, აკაკის ლექსი მომადგა ენაზე:"ცა-ფირუზ,ხმელეთ -ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!...დედა - შვილობა ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო" თუმცა სამშობლოს მონატრებულ ექვთიმეს სიხარულს საზღვარი არ ქონდა ქართულ მიწაზე ფეხის დადგმისას, მაგრამ იგი ძალიან გნაიცდიდა, რომ თავისი მეუღლე საფრანგეთის მიწას მიბარებული დარჩა. "ჩემი საცოდავი მეუღლე კი დამრჩა იქა, საფრანგეთის მიწაში დამარხული... ეჰ!" 

    გიორგი ლომთათიძის მოგონებებიდან ჩანს, თუ როგორი უბერებელი, მოვლილი, გულმაგარი და ჯანმრთელი იყო 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილი."გული არ ღალატობს, ერთგულად ემსახურება, ნეტამც დიდხანს!"




ვახტან ბერიძის მოგონებები

   "ჩემი თაობისთვის ექვთიმე ლეგენდარული პიროვნება იყო, ისეთივე შარავანდედი მოსილი, როგორითაც ძველი საქართველოს დიდი მოძღვარნი- თუნდაც გრიგოლ ხანძთელი ან მთაწმინდელი... ნამდვილად ძნელი წარმოსადგენი არის, როგორ შეძლო ერთ ადამიანს იმდენი რამე გაეკეთებინა, რამდენიც მან გააკეთა - როგორც მკვლევარმა, სიძველეთა შემკრებელმა და მომვლელმა, საზოგადო მოღვაწემ. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია საქმისთვის თავდადებას, ნებისყოფას, მიზანსწრაფვას, როცა მათ სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული უდევს საფუძვლად..."

   "ექვთიმე ახალგაზრდულად იცინოდა, მაგრამ ზოგჯერ,როცა გაჩუმდებოდა და დაფიქრდებოდა, მოქანცულობა და ტკივილიც კი ეხატებოდა სახეზე... სახეს ნაკვეთები საკმაოდ მკვეთრი ქონდა, შეთხელებული თმა, მოკლე ჭაღარა წვერი... მძიმე კაცი იყო სიბერისაგან უფრო მეტად დამძიმებული, სიარული ძალიან უჭირდა."
"ჩამოსვლის მეორე დღესვე ესტუმრა საქართველოს მუზეუმს არმაზში აღმოჩენი ნივთების სანახავად. მთელი მუზეუმი ფეხზე იდგა, ყველა თვალებდაჭყეტილი უყურებდა, ზოგი ცრემლმორეულიც.დამახასიათებელი იყო რომ თაყაიშვილი ჩამოსვლის თანავე აქთიურად ჩაერთო საქმიანობაში. ყველაფერი წინანდელივით აინტერესებდა. 8 წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე, შეეძლო კიდევ წიგნების, საჟურნალო და საგაზეთო წერილების გამოქვეყნება.
  " რა ბედნიერებაა ჩვენთვის როცა ასეთი კაცი არსებობდა ქვეყნად!"

No comments:

Post a Comment